უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაურის, ოლექსანდრ სირსკის თქმით, რუსული პროპაგანდის მიერ გავრცელებული ცნობები პოკროვსკში უკრაინის შეიარაღებული ძალების შენაერთების ბლოკირების შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება.
მეთაურის თქმით, რუსული ქვედანაყოფები ქალაქთან ახლოს მდებარე ტერიტორიებს მცირე მობილური ჯგუფებით იკავებენ. უკრაინული შენაერთები კი მათი აღმოჩენითა და განადგურებით არიან დაკავებულნი.
"ვმუშაობთ პოკროვსკის მიმართულებით თავდაცვის გასაძლიერებლად". – განაცხადა სირსკიმ.
ცოტა ხნით ადრე, პროპაგანდისტულ მედიაში, რუსეთის გენერალური შტაბის მეთაურზე, ვალერი გერასიმოვზე დაყრდნობით გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს საოკუპაციო ჯარებმა ალყაში მოაქციეს პოკროვსკის განთავსებული უკრაინის შეიარაღებული ძალების შენაერთები.
ამის შემდეგ, უკრაინის გენშტაბმა დაადასტურა, რომ პოკროვსკში მართლაც იმყოფებიან რუსი ჯარისკაცები, თუმცა მათი რაოდენობა 200 კაცს არ აღემატება.





