უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა მეთაურმა, ოლექსანდრ სირსკიმ კურსკის ოლქში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებები შეაფასა.
სირსკი გამოეხმაურა კრემლის პროპაგანდისტულ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთის ჯარმა კურსკის ოლქში რამდენიმე დასახლება დაიბრუნა.
"რუსეთის პროპაგანდისტების მოხსენებაში ნახსენები დასახლებები ფაქტიურად აღარ არსებობს, ისინი აგრესორის ცეცხლის მიერ არის განადგურებული.
მიუხედავად იმისა, რომ შეტევაში რუსეთისა და ჩრდილოეთკორეის საბრძოლო შენაერთების მნიშვნელოვანი ნაწილია იერიშზე გადმოსული, მტერი განიცდის საგრძნობ დანაკარგს განიცდის". – თქვა შეიარაღებული ძალების მეთაურმა.
გარდა ამისა, სირსკიმ უპასუხა რუსეთის მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ უკრაინის სამხედრო შენაერთებს რუსეთი ალყაში აქცევს:
"უკრაინული ქვედანაყოფების ალყაში მოქცევის საშიშროება არ არის, შენაერთები დროულ ზომებს იღებენ და თავდაცვისთვის შესაბამის მანევრებს აკეთებენ".





