სომხეთის პრემიერმინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი სამუშაო ვიზიტით თურქეთში ჩავიდა.
სომხური მედიის ცნობით, ფაშინიანს სტამბოლის აეროპორტში თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ბერის ეკინჯი დახვდა.
ამის შემდეგ სომხეთის პრემიერი ადგილობრივი სომხური თემის წევრებს მოინახულებს.
საღამოს კი ფაშინიანს თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი შეხვდება.
ნიკოლ ფაშინიანისთვის ეს თურქეთში პირველი სამუშაო ვიზიტია.





