სომხეთი-თურქეთი

ერდოღანმა და ფაშინიანმა ქვეყნებს შორის ურთიერთობის ნორმალიზებაზე ისაუბრეს

სომხეთის პრეზიდენტს, ნიკოლა ფაშინიანსა და თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ ტაიპ ერდოღანს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ფაშინიანმა და ერდოღანმა ქვეყნებს შორის ურთიერთობის ნორმალიზების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ამის შესახებ სომხეთის პრეზიდენტი საკუთარ Twitter-ზე წერს.

"თურქეთის პრეზიდენტ ერდოღანთან საუბრისას ყურადღება გავამახვილეთ იმ მნიშვნელობაზე, რასაც თურქეთსა და სომხეთს შორის ორმხრივი ურთიერთობის ნორმალიზების პროცესს ვანიჭებთ. ველით ჩვენი სპეციალური წარმომადგენლების მიერ პირველ ივლისს მიღწეული შეთანხმების პირველად იმპლემენტაციას". – წერს ფაშინიანი.

 

კომენტარები