რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ზელენსკი კიევზე: ასეთი თავდასხმები წმინდა ტერორიზმია, ტკივილი ტერორისტებმა უნდა იგრძნონ

შინაგან საქმეთა მინისტრ კლიმენკოსგან და ჩვენი სამხედრო მეთაურებისგან რეგულარულ ანგარიშებს ვიღებ რუსეთის მასშტაბური იერიშის შედეგების შესახებ. 440-ზე მეტი დრონი და 32 რაკეტა გამოიყენეს. კიევი ერთ-ერთი ყველაზე საშინელი თავდასხმის ობიექტი გახდა. ამასთან, ღამის განმავლობაში, თავს დაესხნენ ოდესას, ზაპოროჟიეს, ჩერნიჰივს, ჟიტომირს, კიროვოგრადს, მიკოლაივსა და კიევის რეგიონებს. 

ამ დროისთვის კიევში ჩვეულებრივი საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებიდან ხალხის გამოყვანას ცდილობენ – ჯერ კიდევ უცნობია, თუ რამდენი ადამიანია დარჩენილი იქ. რუსებმა საცხოვრებელი კორპუსის მთლიანი სექცია გაანადგურეს. ჯამში, შენობები დაზიანდა კიევის 6 უბანში. შესაბამისი სამუშაოები მიმდინარეობს ოდესაზე დარტყმის საპასუხოდ. სასწრაფო დახმარების თანამშრომლები იერიშების სამიზნე ყველა ადგილზე მუშაობენ. ყოველ დაზარალებულს შესაბამის დახმარებას უწევენ. დაშავებულია 75 ადამიანი. ამ დროისთვის დასტურდება 15 ადამიანის დაღუპვა. ვუსამძიმრებ მათ ოჯახებსა და ახლობლებს.

ასეთი თავდასხმები წმინდა ტერორიზმია. მთელმა მსოფლიომ, აშშ-მ და ევროპამ მას საბოლოოდ უნდა უპასუხოს ისე, როგორც ცივილიზებული საზოგადოება ტერორისტებს პასუხობს. 

პუტინი ამას მხოლოდ იმიტომ აკეთებს, რომ ომის გაგრძელება შეუძლია. მას სურს, რომ ომი გაგრძელდეს. არასწორია, როდესაც მსოფლიოს უძლიერესი პირები თვალს ხუჭავენ ამაზე. ჩვენ ყველა პარტნიორთან ყველა შესაძლო დონეზე გვაქვს კონტაქტები, რათა შესაფერისი პასუხი უზრუნველყოფილი იყოს. ტერორისტები არიან ისინი, ვინც ტკივილი უნდა იგრძნონ და არა უდანაშაულო, მშვიდობიანი ხალხი. 

წერს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი X-ზე რუსეთის მიერ უკრაინის დედაქალაქ კიევზე მიტანილი ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური იერიშის შესახებ.  

კომენტარები