უკრაინამ რუსეთში, ტულის ოქლში მდებარე ქიმიურ კომბინატ აზოტზე უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში მიიტანა.
ინფორმაციას ტულის ოლქის გუბერნატორი ალექსეი დიუმინი ადასტურებს.
რუსულ Telegram-არხებში კომტინატზე თავდასხმის იერიშის ამსახველი ვიდეოები ვრცელდება.
2024 წელს დასავლურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აზოტი ერთ-ერთი ქიმიური კომბინატია, რომელსაც რუსეთის თავდაცვა დენთისა და ასაფეთქებელი ნივთიერებების დასამზადებლად იყენებს.





