უკრაინის საჰაერო ძალებმა ოპერაციის შედეგად რუსული გამანადგურებელი Су-35 ჩამოაგდო.
"დღეს დილით, 2025 წლის 7 ივნისს, საჰაერო ძალებმა წარმატებული ოპერაციის შედეგად, კურსკის მიმართულებით რუსული გამანადგურებელი Су-35 ჩამოაგდო!
ერთად გამარჯვებისკენ!" - წერია უკრაინის საჰაერო ძალების განცხადებაში
ერთეული Су-35-ის ტიპის გამანადგურებლის ღირებულება დაახლოებით $85 მილიონს შეადგენს.





