რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

უკრაინა რუსულ ბომბდამშენებზე იერიშის ახალ კადრებს ავრცელებს – ჩანს ორი რუსული A-50-იც (VIDEO)

უკრაინის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (СБУ) გამოაქვეყნა თითქმის 5-წუთიანი ვიდეო, რომელშიც 1-ელი ივნისის სპეცოპერაცია "აბლაბუდას" დროს რუსულ ბომბდამშენებზე დრონებით იერიშის კადრებია ასახული. 

ამასთან, ვიდეოში ჩანს, თუ როგორ უახლოვდება უკრაინული დრონები ათეულობით რუსულ Ту-95МС-ებსა და Ту-22М3-ებს. ამასთან, კადრებში ჩანს ორი A-50 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავიც.

ცნობისთვის, მანამდე The Insider-ის გამომძიებელი ჟურნალისტი, მაიკლ ვაისი წერდა, რომ მის მიერ ნანახ ვიდეოში უკრაინული დრონები ორ რუსულ A-50-ს არტყამდნენ. 

"ეს ადასტურებს ხმებს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურისგან (СБУ), რომ მათ გაანადგურეს ორი საბჭოთა-წარმოების ადრეული გაფრთხილებისა და კონტროლის თვითმფრინავები. რუსეთს ასეთი სულ ექვსი აქვს. უფრო ზუსტად, ახლა ოთხი". - წერდა ვაისი გუშინ, 3 ივნისს. 

მედიაში გავრცელებული ცნობებით, გასულ წელს რუსეთმა უკრაინასთან ომში, სავარაუდოდ, ორი A-50 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავი დაკარგა. А-50-ის ღირებულება 330 მილიონ აშშ დოლარს უტოლდება.

1-ელ ივნისს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის სპეცოპერაციის ფარგლებში უკრაინამ რუსეთის ოთხ აეროდრომზე (მურმანსკის, ივანოვოს, რიაზანის და ირკუტსკის ოლქებში) ჯამში 41 სტრატეგიული ბომბდამშენი დააზიანა ან გაანადგურა. უწყების მტკიცებით, სპეცოპერაციის შედეგად რუსეთს $7 მილიარდის ღირებულების ზარალი მიადგა.

კომენტარები