საქართველო აშკარა მაგალითია, რომ ევროკავშირის გზაზე უკუსვლაც შეიძლება მოხდეს, რომ როდესაც ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მიცემას დავიწყებთ, ეს ავტომატურად არ ნიშნავს, რომ ევროკავშირისკენ წინსვლა მოხდება.
მაშინ, როცა ათასობით ადამიანი ევროკავშირის დროშებით გამოდის, ხელისუფლება საპირისპირო მიმართულებით მიდის, საქართველოს უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი წარმოადგენს ქვეყნის დემოკრატიისთვის სერიოზულ უკუსვლას, ისევე როგორც ბოლო კანონები მაუწყებლობისა და გრანტის შესახებ, ეს საფრთხეს უქმნის საქართველოს დემოკრატიულ საფუძვლებს.
ჩვენს ერთობლივ განცხადებაში, რომელიც წინა კვირას გამოქვეყნდა, უმაღლესმა წარმომადგენელმა [კაია] კალასმა და მე მოვუწოდეთ საქართველოს ხელისუფლებას, მოუსმინოს თავისი მოქალაქეების აშკარა მოთხოვნებს დემოკრატიისა და ევროპული მომავლის შესახებ, და გაათავისუფლოს ყველა უსამართლოდ დაკავებული ჟურნალისტი, აქტივისტი, აქციის მონაწილე და პოლიტიკური ლიდერი.
ისევ და ისევ, პასუხისმგებლობა მხოლოდ საქართველოს ხელისუფლებას აკისრია. საქართველოს ევროკავშირის გზაზე დაბრუნება ჩვენ მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა განვიხილოთ, თუკი ხელისუფლება დამაჯერებელ ნაბიჯებს გადადგამს, რათა კურსი იცვალოს დემოკრატიულმა უკუსვლამ და ამ პერიოდში ჩვენ ნამდვილად უნდა დავეხმაროთ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა და ქართველ ხალხს.





