რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

უკრაინის უსაფრთხოებამ რუსეთის 4 სამხედრო აეროდრომზე დრონებით იერიში მიიტანა

1 ივნისს, უკრაინის სახელმწიფო დაზვერვის სამსახურმა რუსეთის ოთხ სამხედრო აეროპორტზე დრონებით მასშტაბური იერიში მიიტანა.

ბოლო მონაცემებით განადგურებული ან დაზიანებულია 40-მდე თვითმფრინავი, ძირითადად ტაქტიკური ბომბდამშენები.

უკრაინული მედია დაზვერვის წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ სამხედრო ოპერაციის კოდური სახელია "აბლაბუდა". 

გამოცემა Unian-ის ინფორმაციით "აბლაბუდის" დაგეგმვაზე უკრაინის დაზვერვა 1.5 წელი მუშაობდა.

მიახლოებითი გამოთვლით რუსულ ავიაციას 2 მილიარდი დოლარის ზარალი მიადგა. 

წყაროების ცნობით დრონებით იერიში მიტანილია შემდეგ რუსულ აეროდრომებზე: ბელაია, დიაგილევო, ოლენია და ივანოვო.

რუსულ ტელეგრამ არხებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ერთ-ერთ აეროდრომთან, ბენზოგასამართ სადგურზე გაჩერებული სატვირთო მანქანიდან, დრონები ამოფრინდნენ და სამხედრო ბაზის მიმართულებით გაფრინდნენ. სავარაუდოდ უკრაინის დაზვერვამ რუსეთის სიღრმეში, ფრონტის ხაზისგან შორს, უპილოტო საფრენი აპარატებით დატვირთული მანქანების შეყვანა შეძლო.

კომენტარები