ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი

ილიაუნის სტუდენტების ნაწილი ორშაბათიდან გაფიცვას იწყებს

ილიაუნის სტუდენტების ნაწილი მარიამ ლაშხის საჩივრის საფუძველზე დაკავეული სტუდენტი აქტივისტების, თათია აფრიამაშვილისა და ლიკა ლორთქიფანიძისადმი სოლიდარობის ნიშნად ორშაბათიდან გაფიცვას იწყებს. 

"ორშაბათს სიმბოლურად გაფიცვის დღე გვექნება და მთელი დღის განმავლობაში, გამოვალთ უნივერსიტეტიდან 12 საათიდან დავიწყებთ უნივერსიტეტებთან, შეკრებას, გავიფიცებით ილიაუნი და ვილაპარაკებთ იმ პრობლემებზე, რა პრობლემებიც მოუტანა ამ მთავრობამ ჩვენს ქვეყანას. ვერაფრით ვერ გაგვაჩერებენ, რადგან ნებისმიერი აქტივობის შემდეგ დარწმუნებულები ვიყავით, რომ იყო იმისა შანსი , რომ დაგვაკავებდნენ და მარტო ჯარიმით არ შემოფარგლულიყო ეს ყველაფერი" - ამბობს ერთ-ერთი სტუდენტი TV პირველთან. 

როგორც სტუდენტების გამოხმაურებებიდან ირკვევა, გაფიცვას სხვა უნივერსიტეტების სტუდენტებიც შეუერთდებიან. 

"გუშინ ილიას სტუდენტურმა მოძრაობამ გააჟღერა გაფიცვის შესახებ და გვთხოვეს, სხვა სტუდენტურ მოძრაობებსაც, შევუერთდეთ. რა თქმა უნდა, ჩვენ ამას ვიზამთ სოლიდარობის ნიშნად. არ მივცემთ რეჟიმს საშუალებას, ჩვენი ხმა ჩაახშოს, როდესაც ეს გოგონები დააკავეს" - ამბობს სტუდენტი TV პირველთან. 

ივანიშვილის დეპუტატის, მარიამ ლაშხის საჩივრის საფუძველზე სტუდენტ აქტივისტ თათია აფრიამაშვილს 12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს.

ლაშხისთვის "შეურაცხყოფის მიყენებისთვის" სტუდენტ ლიკა ლორთქიფანიძეს მოსამართლე დავით თეთრაულმა ასევე 12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.

ასევე ლაშხის მიმართვის საფუძველზე, აქტივისტი მაგდა მამუკაშვილი მოსამართლემ 4 000 ლარით დააჯარიმა.

შემთხვევა 17 მაისს მოხდა. ლაშხმა სასამართლოში 3 აქტივისტს უჩივლა, მისი მტკიცებით, მას შეურაცხყოფა მიაყენეს, როცა ერთ-ერთ კაფეში მცირეწლოვან შვილებთან ერთად იყოფებოდა.

კომენტარები