რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

უმეროვი: 16 მაისს, სტამბოლში რუსეთს სამშვიდობო შეთანხმების პირობები გადავეცი

უკრაინის თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი
Hvylya.net

უკრაინის თავდაცვის მინისტრის, რუსტემ უმეროვის თქმით, 16 მაისს, სტამბოლის შეხვედრაზე, რუსეთს სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის აუცილებელი პირობების შემცველი საბუთი გადასცა, რომელიც უკრაინის პოზიციას ასახავს.

"მე გადავეცი რუსეთის დელეგაციას ჩვენი საბუთი, რომელიც უკრაინის პოზიციას ასახავს. მათ ეს დოკუმენტი მიიღეს.

ჩვენ ვადასტურებთ სრული უპირობო ცეცხლის შეწყვეტისა და შემდგომი დიპლომატიური მუშაობისთვის უკრაინის მზაობას". – წერს უმეროვი.

უმეროვმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინა რუსეთისგან ე.წ. მემომრანდუმს ელოდება, რომლის შესახებ ვლადიმირ პუტინმა დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბრის შესახებ განაცხადა.

თავდაცვის მინისტრის განმარტებით, რუსეთს დარჩენილი აქვს 4 დღე, იმისთვის, რომ თავისი პირობები წარადგინოს.

16 მაისს, სტამბოლში რუსეთისა და უკრაინის წარმომადგენლებს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებები გაიმართა, რომელიც თითქმის 2 საათს გრძელდებოდა. მხარეებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. 

კომენტარები