რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

უშაკოვი: ტრამპი უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით საკმარისად ინფორმირებული არ არის

რუსეთის პრეზიდენტის მრჩევლის, იური უშაკოვის თქმით, აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით საკმარისად ინფორმირებული არ არის.

"ჩვენ ბუნებრივია ყველაფერ ამას ვკითხულობთ და დიდწილად გამოგვაქვს დასკვნა, რომ ტრამპს არასაკმირისად აწვდიან ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რაც რეალურად ხდება". - თქვა უშაკოვმა.

მისი თქმით, აშშ-ს პრეზიდენტს "სრულად არ ესმის, რომ რუსეთის ფედერაციას უკრაინაში იერიშები მხოლოდ სამხედრო ინფრასტრუქტურის ობიექტებსა ან სამხედრო-სამრეწველო კომპლექსებზე მიაქვს".

უშაკოვმა აღნიშნა, რომ კრემლი ომთან დაკავშირებით ტრამპის განცხადებებს აკვირდება.

მანამდე დონალდ ტრამპმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი სოციალურ ქსელში მკაცრად გააკრიტიკა და "სრულიად შეშლილი" უწოდა. ტრამპის თქმით, პუტინს "რაღაც დაემართა", ვინაიდან უკრაინაში "უაზროდ კლავს უამრავ ადამიანს", ხოლო უკრაინულ ქალაქებს "რაკეტები და დრონები სრულიად უმიზეზოდ ესხმიან თავს". 

"მე ყოველთვის კარგი ურთიერთობა მქონდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან, თუმცა მას რაღაც დაემართა! ის სრულიად შეიშალა! ის უაზროდ კლავს უამრავ ადამიანს და მე მხოლოდ ჯარისკაცებზე არ ვსაუბრობ. სრულიად უმიზეზოდ, უკრაინულ ქალაქებს რაკეტები და დრონები ესხმიან თავს". - დაწერა ტრამპმა Truth Social-ზე. 

კომენტარები