ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი

ყაველაშვილი: უნდა გავაცნობიეროთ რამდენად ამაოა რომელიმე უცხო ძალის ლოდინი, რომ გადაგვარჩენს

მამა-პაპათა ბრძოლამ შემოგვინახა 3 ღვთაებრივი საუნჯე - მამული, ენა, სარწმუნოება, რომლის დაცვავ თითოეული ჩვენგანის ვალია. თუ ამ სამიდან რომელიმე გამოაკლდება, ჩვენ დავკარგავთ მთავარ იდეას, რომელსაც საქართველო ჰქვია. დავკარგავთ ქართულ ფესვებს, რომელმაც საუკუნეებს გაუძლო და ქართველი ერი განადგურების საფრთხის წინაშე დადგება.

ჩვენი ქვეყნის წინაშე ყოველთვის იქნება საფრთხეები, რომლებიც სათანადო რეაგირებას მოითხოვს. ერთხელ და სამუდამოდ ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ თუ რამდენად ამაოა რომელიმე უცხო ძალის ლოდინი, რომელიც მოვა და გადაგვარჩენს, ჩვენს გასაკეთებელს გააკეთებს, ჩვენზე უკეთ ეცოდინება რა სჭირდება ჩვენს ხალხს და ქვეყანას. ჩვენ ბოლომდე უნდა ვიწამოთ საკუთარი თავი და გვახსოვდეს, რომ სწორედ ჩვენ განვსაზღვრავთ საკუთარ მომავალს და არავინ სხვა.

თქვა ივანიშვილის პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე.

კომენტარები