რუსეთსა და უკრაინას შორის 16 მაისს სტამბოლში გამართულ შეხვედრაზე მიღწეული შეთანხმების ფარგლებში, 1000-1000 ტყვის გაცვლის მესამე ეტაპზე 25 მაისს სამშობლოში კიდევ 303 უკრაინელი დაბრუნდა.
პატიმრების გაცვლა ჯამში სამ ეტაპად იყო დაყოფილი და გაცვლის პირველი რაუნდი 23 მაისს შედგა.
"დღეს სახლში ბრუნდებიან ჩვენი შეიარაღებული ძალების, ეროვნული გვარდიის, სასაზღვრო სამსახურისა და სახელმწიფო სპეციალური ტრანსპორტის სამსახურის მებრძოლები.
მადლობას ვუხდი გუნდს, რომელიც ამ გაცვლის წარმატებით განხორციელებისთვის დღედაღამ შრომობდა. ჩვენ თითოეულ ჩვენს მოქალაქეს რუსეთის ტყვეობიდან აუცილებლად დავაბრუნებთ" - დაწერა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელში





