მძიმე კვირა დილა უკრაინაში უძილო ღამის შემდეგ.
ეს ყველაზე მასშტაბური საჰაერო იერიში იყო რუსეთის მხრიდან, რომელიც მთელი ღამე გაგრძელდა.
რუსეთმა ასობით დრონი, ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტა გაუშვა უკრაინის ქალაქებისა და თემების მიმართულებით, რის შედეგადაც ადამიანები დაშავდნენ, დაიღუპნენ - მათ შორის, სულ მცირე, 3 ბავშვი.
როცა მთელი მსოფლიო მოუწოდებს მკვლელობის შეწყვეტისკენ, პუტინი უფრო მეტ თავდასხმისა და ბავშვების მკვლელობის ბრძანებას გასცემს.
ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს სრული, უპირობო და მდგრადი ცეცხლის შეწყვეტის აუცილებლობას ნებისმიერი სამშვიდობო ძალისხმევისთვის.
მსოფლიომ რუსეთი წნეხის ქვეშ უნდა მოაქციოს, რომ დაუყოვნებლივ დაასრულოს მკვლელობები.





