რუსეთ-უკრაინის 2022-25 წლის ომი

ხერსონის ოლქში სახლში საბრძოლო მასალის აფეთქებას 8 წლის ბიჭი ემსხვერპლა, არიან დაშავებულები

უკრაინაში ხერსონის ოლქში მდებარე დასახლებაში, კალინოვსკოეში საცხოვრებელ სახლში გაუფრთხილებელი მოპყრობის შედეგად საბრძოლო მასალა აფეთქდა, რასაც 8 წლის ბიჭი ემსხვერპლა, ხოლო ორი არასრულწლოვანი და სამი ზრდასრული პირი დაშავდა

ამის შესახებ ხერსონის გუბერნატორი, ალექსანდრ პროკუდინი საკუთარ Telegram-არხზე წერს.

აფეთქების შედეგად დაშავებულთა შორის არიან 8 წლის ბიჭი და 16 წლის გოგო, რომლებსაც ამჟამად საავადმყოფოში მკურნალობენ და საშუალო სიმძიმის მდგომარეობაში არიან. ამასთან, 37 წლის ქალსა და 

არასრულწლოვან დაშავებულებს შორის ერთი 8 წლის ბიჭია, მეორე კი - 16 წლის გოგო. მათ ამჟამად საავადმყოფოში მკურნალობენ. ამასთან, საავადმყოფოში გადაყვანილები არიან 1989 წელს დაბადებული კაცი, რომელსაც აფეთქების შედეგად მიღებული ტრავმა დაუსვეს დიაგნოზად, 36 წლის ქალი, რომელსაც სტრესზე მწვავე რეაქცია აქვს და 37 წლის ქალი, რომელსაც კონტუზია, ტვინის შერყევა და ნამსხვრევების შედეგად მიღებული ხელების, ფეხების, კისრისა და მკერდის ქსოვილის დაზიანებები აქვს.

კომენტარები