რუსეთ-უკრაინის 2022-25 წლის ომი

რუსეთმა კიევზე ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური იერიში მიიტანა

REUTERS/Gleb Garanich

რუსეთმა უკრაინის დედაქალაქზე 24 მაისის ღამეს ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური იერიში მიიტანა. მოსკოვი კიევს დრონებითა და რაკეტებით დაესხა თავს

კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს თქმით, ოკუპანტების იერიშების შედეგად დაშავდა 8 ადამიანი, მათ შორის, კიევის დნიპროვსკის, სვიატოშინსკის და სოლომიანსკის რაიონებში. 

ობოლონსკის რაიონში ხანძარი გაჩნდა 9-სართულიან საცხოვრებელ კორპუსში, მესამე და მეექვსე სართულებზე. 

უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა Iskander-M-ისა და KN-23-ის ტიპის 6 ბალისტიკური რაკეტა  ჩამოაგდეს. 

ჯამში რუსეთი კიევს Iskander-M-ისა და KN-23-ის ტიპის 14 ბალისტიკური რაკეტით და 250 უპილოტო საფრენი აპარატით, მათ შორის, შაჰედებით დაესხა თავს. 

უკრაინის საჰაერო ძალებმა 128 დრონის განადგურება შეძლეს, ხოლო 117 ელექტრონული საბრძოლო სისტემების შედეგად იქნა განეიტრალებული. 

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, მტრის იერიშის ფარგლებში პირველი აფეთქებები 23 მაისის 22:00 საათზე მოხდა – სულ რამდენიმე საათის შემდეგ, რაც ტყვეთა გაცვლის შესახებ სტამბოლში მიღწეული შეთანხმების ფარგლებში სამშობლოში 390 უკრაინელი ჯარისკაცი დაბრუნდა. 

კომენტარები