საქართველო-ევროკავშირი

დარახველიძე EU-ს დიპლომატის არშემოშვებაზე: გარკვეული ტიპის ტექნიკური ხარვეზი იყო

ნამდვილად ჰქონდა მსგავს ფაქტს ადგილი, თუმცა, ეს იყო გარკვეული ტიპის ტექნიკური ხარვეზი და შეფერხება. იგივე საკითხთან დაკავშირებით, ჰქონდათ შესაბამის უწყებებს საუბარი კონკრეტულ დიპლომატთან.

ეს არ იყო მიზანმიმართული ქმედება, იყო გარკვეული სახის შეცდომა, შესაბამისად, განემარტა, რომ ამ ადამიანს აქვს ჩვეულებრივად საქართველოში შემოსვლის და იმ დიპლომატიური პრივილეგიებით სარგებლობის უფლება, რაც ვენის კონვენციით არის განსაზღვრული. ინციდენტი ამოწურულია და ამაზე საუბარი არ ღირს.

თქვა ვანიშვილის შს მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ.

ცნობისთვის, 21 მაისს საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის წევრი და გაფართოების საკითხებში პროგრამის ოფიცერი საიმონ ვანდერბრუკი ქვეყანაში არ შემოუშვეს.

კომენტარები