ბოლო ოთხი თვის განმავლობაში პრეზიდენტმა ტრამპმა განსაკუთრებული ძალისხმევა ჩადო უკრაინაში სისხლისღვრის დასამთავრებლად და ჩვენ სენატში ვაქებთ მას ამ ძალისხმევისთვის. ახლა ბურთი პუტინის მოედანზეა. დროა, ის მოლაპარაკებების მაგიდასთან კეთილი ნებით მოვიდეს და სერიოზული წინადადება წარადგინოს დაუყოვნებლივი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებისთვის, რაც უკრაინაში სამართლიან და მდგრად მშვიდობამდე მიგვიყვანს.
იმედია, ამჯერად ის მიხვდება, რომ ასე უნდა მოიქცეს. თუ არა, სენატი მზადაა სამოქმედოდ. ჩვენ ორპარტიული კანონპროექტი გვაქვს, რომლის თანასპონსორიც ჩემი 80 კოლეგაა, რათა დამატებითი ეკონომიკური სანქციები და ტარიფები დაუწესდეს რუსეთს. თუ რუსეთს არ სურს, სერიოზულ დიპლომატიაში ჩაერთოს, სენატი ტრამპის ადმინისტრაციასთან ერთად იმუშავებს, რათა დამატებითი სანქციები განვიხილოთ იმისთვის, რომ პუტინს მოლაპარაკებების დაწყება ვაიძულოთ.





