რუსული რეჟიმი

მელია წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის პროცესზე: მე სასამართლოში არ მივალ

სასამართლოს რაც შეეხება, ბოდიში მე ბევრ ჩემ თანამებრძოლთან უბრალოდ ვერ მოვასწარი დღეს გასაუბრება და ეს გადაწყვეტილება მივიღე დღეს [იმის გამო, თუ] როგორც მოექცნენ სასამართლოში მოსულ საზოგადოებას. 

ეზოშიც კი არ შეუშვეს, ჭიშკარი დაუკეტეს, ადვოკატი დარბაზშიც კი არ შეუშვეს, მერე 10-კაციან დარბაზში, ჩახუთულ სივრცეში 5 საათი განმავლობაში ამყოფეს ხალხი, ვინც მოახერხა იქ შესვლა, 2 კაცი დაიჭირეს. ახლა, სამართალს რომ იქ არავინ ეძებს ეს ხომ ვიცით? საჯაროობისთვის, მეტად რომ გაშიშვლდეს ეს ხელისუფლება, თუ ვინმე თვლის ასეთად, აი ერთადერთი ეს დატვირთვა აქვს.

ჩემი პროცესი არის 29-ში. მე მივიღე გადაწყვეტილება, რომ 29-ში აღარ მივიღო მონაწილეობა, არ მივიდე ფიზიკურად. არ მივალ სასამართლოში. რატომ? ხალხის პატივის საცემად, პირველ რიგში ასე მგონია. იმიტომ, რომ მე დღეს რასაც ვუყურებდი, როგორ ექცეოდნენ ქალებს, უფროსებს, უმცროსებს, ბავშვებს, მე არ მინდა, რომ ეს განმეორდეს. დარწმუნებული ვარ, რომ ზურას ეს რომ სცოდნოდა ანალოგიურ გადაწყვეტილებას მიიღებდა

თქვა კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ TV პირველის ეთერში, გადაცემა "რეაქციაში"

კომენტარები