რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

სუმიზე რუსული იერიშის შედეგად 6 უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა, 10-ზე მეტი დაშავდა

Maxym Marusenko/NurPhoto via Getty Images

20 მაისს რუსეთის მიერ უკრაინის სუმის ოლქზე მიტანილი იერიშის შედეგად 6 უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა და 10-ზე მეტი დაშავდა. ამის შესახებ უკრაინის ეროვნულმა გვარდიამ განაცხადა. 

"ტრაგედიაზე ოფიციალური გამოძიება დაწყებულია". - განაცხადა ეროვნულმა გვარდიამ. 

ამავე განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეროვნული გვარდიის სარდლობამ საჰაერო თავდასხმის საფრთხეებზე რეაგირებისა და ერთ ლოკაციაზე პერსონალის არასაჭირო კონცენტრაციის თავიდან აცილების მიზნით პროტოკოლი დაადგინა და დირექტივები გასცა. 

უკრაინის ეროვნული გვარდიის ცნობით, თანამდებობიდან გაათავისუფლეს იერიშის მსხვერპლი ჯარისკაცების ქვედანაყოფის მეთაურიც. 

"ქვედანაყოფის მეთაური პოსტიდან მოხსნილია, საჭირო ინფორმაცია სამართალდამცავ სამსახურებს უკვე გადაეცათ". - განაცხადა გვარდიამ. 

რუსული სამთავრობო-პროპაგანდისტული გამოცემები იუწყებოდნენ, რომ რუსეთმა სამხედრო წვრთნებისთვის განკუთვნილ უკრაინულ ბაზაზე Iskander-ის ტიპის რაკეტით მიიტანა იერიში. 

კომენტარები