ახლადარჩეული პაპი ლეო 2022 წელს ერთ-ერთ პერუულ ტელევიზიასთან ინტერვიუში ამბობდა, რომ რუსეთი უკრაინაში იმპერიალისტურად შეიჭრა და კაცობრიობის წინაშე დანაშაულები ჩაიდინა.
იმ დროს პერუში მოღვაწე, ჩიკლაიოს ეპისკოპოსმა რობერტ ფრენსის პრევოსტმა ინტერვიუში ასევე თქვა, რომ რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი უკრაინის "სტრატეგიული მდებარეობის, მნიშვნელოვანი კულტურული ღირებულებისა და რუსეთისთვის წარმოების" შესაძლებლობების გამო დაიწყო.
პაპი ამბობდა, რომ ომთან მიმართებით ადამიანებს ცხადი პოზიცია უნდა ჰქონოდათ და ეღიარებინათ ის ფაქტი, რომ რუსეთი უკრაინაში ბოროტებას სჩადიოდა.
"რა თქმა უნდა, ეს სერიოზული პრობლემაა, რომელსაც მთელ მსოფლიოზე აქვს გავლენა. ამ კონფლიქტის, ამ ომის მრავალი ანალიზი არსებობს, რომელიც უკრაინაში მიმდინარეობს. თუმცა, ჩემი ხედვათ, საქმე გვაქვს ნამდვილ, იმპერიალისტური შეჭრასთან, რითაც რუსეთს სურს ძალაუფლებისა და უპირატესობის მოპოვება - უკრაინის სტრატეგიული მდებარეობის, მნიშვნელოვანი კულტურული და ისტორიული ღირებულებისა და რუსეთისთვის წარმოების [შესაძლებლობების] გამო.
ეს უკვე დამტკიცდა, რომ უკრაინაში კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებს სჩადიან. ჩვენ ღმერთს მშვიდობას უნდა შევთხოვდეთ, თუმცა ვფიქრობ, უფრო მკაფიოები უნდა ვიყოთ. ჩვენს ქვეყანაშიც კი, ზოგიერთ პოლიტიკოსს არც სურს, აღიაროს ამ ომის საშინელებები და ის ბოროტება, რომელსაც რუსეთი უკრაინაში სჩადის, ყველა ქმედებით". - ამბობდა იმ დროს პერუში მოღვაწე ამერიკელი მისიონერი რობერტ პრევოსტი ინტერვიუში.





