გიორგი ჩიკვაიძე

გიორგი ჩიკვაიძემ სრული შიმშილობა დაიწყო

გიორგი ჩიკვაიძე

დღეს ბიზნესმენმა გიორგი ჩიკვაიძემ სრული შიმშილობა დაიწყო. ინფორმაციას ჩიკვაიძის დედა, ეკა წერეთელი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

"პოლიტპატიმარმა, გიორგი ჩიკვაიძემ დღეს, 18:00 საათიდან სრული შიმშილობა და პენიტენციური სამსახურის მიმართ სრული უნდობლობა გამოაცხადა!!!" - დაწერა ეკა წერეთელმა სოციალურ ქსელში

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ ბიზნესმენ გიორგი ჩიკვაიძეს 9-წლიანი, ხოლო მის პარტნიორს, ირაკლი პაპიაშვილს 8-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

გადაწყვეტილება მოსამართლე იზა კელენჯერიძემ გამოაცხადა.

11 მარტს, სასამართლომ დიდი ოდენობით თანხების მართლსაწინააღმდეგო მითვისების ფაქტზე ბრალდებულ ბიზნესმენ გიორგი ჩიკვაიძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაო, პატიმრობით შეცვალა. ჩიკვაიძე სხდომათა დარბაზშივე დააკავეს.

მისი ბიზნესპარტნიორისთვის, ირაკლი პაპიაშვილისთვის შეფარდებული 50 000-ლარიანი გირაო ძალაში დარჩა. გადაწყვეტილება მოსამართლე იზა კელენჯერიძემ მიიღო

გიორგი ჩიკვაიძე ივანიშვილის გარემოცვას, თხოვნის შეუსრულებლობის გამო, მის დაშანტაჟებას, ხოლო შემდეგ პროკურატურის ჩართულობით მასზე წნეხის მოხდენაში ადანაშაულებს.

ბოლო პერიოდში, ჩიკვაიძე ქართული ოცნებასა და მის წარმომადგენლებს ხშირად აკრიტიკებდა. ერთ დროს მმართველი გუნდის მხარდამჭერი ჩიკვაიძე ამბობს, რომ თითოეული დღის რცხვენია, როცა ის ქართულ ოცნებას მხარს უჭერდა. ის ღიად ეწინააღმდეგებოდა რუსული კანონის მიღებასაც. 

ჩიკვაიძის თქმით, რუსეთის დაზვერვის მოქმედი თანამშრომლები საქართველოში არიან და პოლიტიკურ პროცესებს მართავენ.

კომენტარები