პაპი ლეო XIV

ახალმა პაპმა 2016 წლამდე ამერიკის რესპუბლიკური პარტიის 3 პრაიმერიზში მიიღო მონაწილეობა

Vatican Media

CNN-ის ინფორმაციიით, ილინოის შტატის არჩევნების ჩანაწერები აჩვენებს, რომ ახალი პაპი, ლეო XIV ჩიკაგოს გარეუბანში, ნიუ ლენოქსში არის რეგისტრირებული და რესპუბლიკური პარტიის 3 პრაიმერიზში აქვს მონაწილეობა მიღებული, 2016, 2014 და 2012 წლებში.

გამოცემისთვის უილის ოლქის ადმინისტრაციის მიერ მიწოდებული ინფორმაციით, პაპმა 2024, 2018, 2014 და 2012 წლის საყოველთაო არჩევნებში მიიღო მონაწილეობა. 

ილინოის ამომრჩევლებს ხმის მისაცემად რეგისტრაციის დროს პოლიტიკური პარტიის წევრებად რეგისტრირება არ უწევთ, თუმცა შეუძლიათ, აირჩიონ, რომელი პარტიის პრაიმერიზში მიიღებენ მონაწილეობას. 

8 მაისს რომის 267-ე უზენაეს პონტიფექსად ამერიკელი კარდინალი რობერტ პრევოსტი აირჩიეს. სახელად მან ლეო XIV აიღო.

კომენტარები