მის უწმინდესობას, პაპ ლეო XIV-ს ვულოცავ წმინდა პეტრეს საყდარზე არჩევასა და პონტიფიკატის დაწყებას.
უკრაინა ღრმად აფასებს წმიდა საყდრის თანმიმდევრულ პოზიციას საერთაშორისო სამართლის აღსრულების, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის დაგმობისა და უდანაშაულო მოქალაქეების უფლებათა დაცვის თვალსაზრისით.
ამ გადამწყვეტ მომენტში ჩვენი ქვეყნისთვის, ვატიკანისგან განგრძობად მორალურ და სულიერ მხარდაჭერას მოველით უკრაინის ძალისხმევის მიმართ, აღდგეს სამართლიანობა და მიღწეულ იქნას მდგრადი მშვიდობა.
მის უწმინდესობა ლეო XIV-ს ვუსურვებ სიბრძნეს, ინსპირაციასა და სიძლიერეს – როგორც ფიზიკურ, ისე სულიერს – თავისი კეთილშობილური მისიის შესრულებაში.
Ad multos annos!





