როსავიაციის პრესმდივნის, არტემ კორენიაკოს თქმით, რუსეთის რამდენიმე რეგიონში აეროპორტებში თვითმფრინავების მიღება-გამგზავრებაზე დროებითი შეზღუდვები დაწესდა.
შეზღუდვის ოფიციალური მიზეზი სამოქალაქო თვითმფრინავების ფრენების უსაფრთხოების უზრუნველყოფაა.
მედიის ინფორმაციით, რუსეთზე დრონებით შეტევა მიმდინარეობს. მოსკოვის მერის ცნობით, რეგიონის თავზე გასულ ღამეს 19 დრონი ჩამოაგდეს.
დრონების ჩამოგდების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა პენზას ოლქის გუბერნატორმა, ოლეგ მელნიჩენკომ. მისი თქმით, რეგიონის თავზე 10 დრონი ჩამოაგდეს. ვოროჟენის ოლქის გუბერნატორი კი აღნიშნავს, რომ ოლქის თავზე 18 დრონი ჩამოაგდეს.
შეზღუდვები ასევე მოქმედებს, ნიჟნი ნოვგოროდის, კალუგის, ტამბოვის, იაროსლავის, ჟუკოვსკის, ვნუკოვო და დომოდედოვოს აეროპორტებში.





