საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი წერს, რომ საზოგადოების სხვადასხვა სფეროებისგან 26 მაისის საორგანიზაციო კომიტეტი ჩამოყალიბდება.
ზურაბიშვილის თქმით, კომიტეტში შევლენ საზოგადოებრივი მოძრაობები, აქტივისტები, სტუდენტები, საჯარო მოხელეები, პოლიტიკური პატიმრების ოჯახის წევრები, კულტურის სფეროს, ბიზნესსექტორის, პოლიტიკური პარტიებისა და "წინააღმდეგობის პლატფორმის" წარმომადგენლები.
ამის შესახებ ზურაბიშვილი Facebook-ზე წერს.
"საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებისგან შეიქმნება 26 მაისის საორგანიზაციო კომიტეტი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ: საზოგადოებრივი მოძრაობები, პროტესტში მონაწილე აქტივისტები, სტუდენტები, საჯარო მოხელეები, პოლიტიკური პატიმრების ოჯახის წევრები, კულტურის სფეროს, ბიზნესსექტორის, პოლიტიკური პარტიებისა და ,"წინააღმდეგობის პლატფორმის" წარმომადგენლები". - წერს ზურაბიშვილი.
ცნობისთვის, 31 მარტს, რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას, სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ პროევროპული პარტიების მონაწილეობით წინააღმდეგობის პლატფორმა იქმნება.
ზურაბიშვილის განცხადებით, პლატფორმა ღიაა ყველა არსებული ან მომავალი შექმნილი, პროევროპული პოლიტიკური პარტიისთვის, რომელთათვისაც მთავარი პრიორიტეტებია, ახალი არჩევნების დანიშვნა და სინდისის პატიმრების გათავისუფლება. ასევე, პარტიები უნდა იზიარებდნენ ქართულ ქარტიას.





