წინააღმდეგობის პლატფორმის ცნობით, 26 მაისს, 19:00 საათზე პარლამენტთან აქცია გაიმართება, სახელწოდებით "ერთად დამოუკიდებლობისთვის".
"დღეს გვქონდა ერთ-ერთი ბოლო საკოორდინაციო შეხვედრა, სადაც გავიარეთ ბოლო საკითხები ამ დღის საორგანიზაციო თემატიკასთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ გვინდა, მოვუწოდოთ საზოგადოებას, შემოგვიერთდეს.
ეს დღე იქნება სახალხო, ერთიანი, დატვირთული იქნება შემეცნებითი და საგანმანათლებლო თემატიკით, ამიტომ მთელ საზოგადოებას გვინდა, ეს დღე ერთად აღვნიშნოთ" - ამის შესახებ 26 მაისის საორგანიზაციო ჯგუფის ბრიფინგზე სპიკერმა, გიორგი (გოტა) ჭანტურიამ ისაუბრა.
სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით, 26 მაისის აქციის ორგანიზებაში სხვადასხვა ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფები, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები და აქტივისტები იღებენ მონაწილეობას.