წინააღმდეგობის პლატფორმა

სამი კრიტერიუმი, რომლითაც პარტიები ზურაბიშვილის პლატფორმაში შესვლას შეძლებენ

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი
Benjamin Girette/Bloomberg

საქართველოს მე-5 პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, დღეს, 2 აპრილს გამართულ ბრიფინგზე, ჩამოთვალა კრიტერიუმები, რომლითაც პოლიტიკური პარტიები წინააღმდეგობის პლატფორმაში შევლენ.

ზურაბიშვილის განცხადებით, პლატფორმა ღიაა ყველა არსებული ან მომავალი შექმნილი, პროევროპული პოლიტიკური პარტიისთვის, რომელთათვისაც მთავარი პრიორიტეტებია, ახალი არჩევნების დანიშვნა და სინდისის პატიმრების გათავისუფლება. ასევე, პარტიები უნდა იზიარებდნენ ქართულ ქარტიას.

"ჩატარდა ჩვენი მეორე შეხვედრა, ახალი კოორდინაციის - წინააღმდეგობის პლატფორმის. რომელიც კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ არის პლატფორმა, რომელიც ღია არის ყველა პროევროპული პარტიისთვის, ან პარტია, რომელიც შეიქმნება ახლო მომავალში, რომლებიც იზიარებენ ჩვენს მთავარ პრიორიტეტებს, ერთი ახალი არჩევნები და სინდისის პატიმრების გათავისუფლება, ეს ორი მთავარი, ცხადია, როგორც პროევროპული პარტიები, ესენი ასევე იზიარებენ ქართულ ქარტიას, ეს არის ის სამი მოცემულობა, რომლებიც ქმნის და უხსნის გზას პარტიებს, რომ შემოვიდნენ ამ პლატფორმაში". - განაცხადა ზურაბიშვილმა.

31 მარტს, რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას, სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ პროევროპული პარტიების მონაწილეობით წინააღმდეგობის პლატფორმა იქმნება. 

ზურაბიშვილის წინააღმდეგობის პლატფორმას ოპოზიციურ სპექტრში გამოხმაურება მოჰყვა:

1-ელ აპრილს გამართული შეხვედრის შემდეგ, პლატფორმაში შემავალი ერთ-ერთი პარტიის, ფედერალისტების ლიდერმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა თქვა, რომ მისი პარტიის გარდა, პრეზიდენტის ახალ ფორმატს შეურთდნენ: ლელოგახარია-საქართველოსთვისდროასტრატეგია აღმაშენებელიევროპული საქართველო და თავისუფლების მოედანი.

კომენტარები