გაერთიანებული სამეფო

ბრიტანეთში ანტიტერორისტულმა პოლიციამ ირანის 7 მოქალაქე დააკავა

REUTERS/Peter Nicholls

გაერთიანებული სამეფოს ანტიტერორისტულმა პოლიციამ ორი სხვადასხვა გამოძიების ფარგლებში რვა მამაკაცი დააკავა, რომელთაგან შვიდი ირანის მოქალაქეა.

3 მაისს ტერორიზმთან კავშირის ბრალდებით 29-დან 40 წლამდე ასაკის ხუთი პირი დააკავეს.

პოლიციის მტკიცებით, ისინი კონკრეტულ ობიექტზე სავარაუდო თავდასხმას გეგმავდნენ. ხუთი დაკავებულიდან ოთხი ირანის მოქალაქეა. 

ისინი დასავლეთ ლონდონში, სვინდონში, სტოკპორტსა და მანჩესტერში დააკავეს.

"ვიკვლევთ სხვადასხვა მიმართულებებს, რათა დავადგინოთ მოტივაცია და  გავარკვიოთ, არსებობს თუ არა საზოგადოებისთვის რაიმე შემდგომი რისკი". - განაცხადა ლონდონის პოლიციის ანტიტერორისტული დანაყოფის ხელმძღვანელმა, დომინიკ მერფიმ.

კიდევ ერთი ანტიტერორისტული გამოძიების ფარგლებში, რომელიც პირველ საქმეს არ უკავშირდება, ლონდონში 39-დან 55-წლამდე ასაკის კიდევ სამი ირანის მოქალაქე დააკავეს.

მათი დაკავება "ეროვნული უსაფრთხოების აქტის" ფარგლებში მოხდა და მათ უცხო სახელმწიფოს სასარგებლოდ სახიფათო საქმიანობას ედავებიან. 

 

კომენტარები