გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრ კირ სტარმერთან დაკავშირებული საკუთრებისთვის განზრახ ცეცხლის წაკიდების ბრალდებით ლონდონში 22 წლის უკრაინელ კაცს 7 წლით პატიმრობა მიესაჯა.
რომან ლავრინოვიჩი 15 ივნისს ცეცხლის წაკიდების შეთქმულებაში დამნაშავედ ცნეს.
მის გარდა, დამნაშავედ ცნეს უკრაინაში დაბადებული 27 წლის რუმინეთის მოქალაქე სტანისლავ კარპიუკი, ცეცხლის განზრახ გაჩენის შეთქმულებისთვის.
ცნობისთვის, აქამდე BBC-მ გამოაქვეყნა გამოძიებას, რომლის მიხედვითაც გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრთან, კირ სტარმერთან დაკავშირებული საკუთრებისთვის განზრახ ცეცხლის წაკიდება რუსეთის დავალებით შესრულდა.
როგორც BBC წერს, რომან ლავრინოვიჩმა, დავალების შემსრულებელმა 22 წლის უკრაინელმა, რომელიც 15 ივნისს ცეცხლის წაკიდების შეთქმულებაში დამნაშავედ ცნეს, ძალიან ცოტა იცოდა სტარმერის შესახებ, რამაც დამქირავებლისთვის მისი გამოყენება მარტივი გახადა.
გამოცემა იუწყება, რომ ლავრინოვიჩის დამქირავებელი არის 23 წლის რუსი დიპლომატი ფსევდონიმით "EL", რომელსაც შესწავლილი აქვს საინფორმაციო ომი ჯაშუშებისა და პროპაგანდისტების დახმარებით და ის ერთ-ერთი რუსი მაღალჩინოსნის შვილია. გამოძიების მიხედვით, მისი სახელი ევგენი ლიუშკინია.
BBC-ს ცნობით, EL-მა ლავრინოვიჩი ტელეგრამის ჯგუფიდან დაიქირავა, რომელიც იყო განკუთვნილი ლონდონში მცხოვრები უკრაინელებისთვის, რომლებიც სამსახურს ეძებენ.
პირველი კონტაქტის შემდეგ, ლავრინოვიჩს დაევალა დანაშაულის ესკალაცია, პლაკატების გაკვრიდან დაწყებული, გრაფიტით და ცეცხლის განზრახ წაკიდებით დამთავრებული. როგორც BBC წერს, ლავრინოვიჩმა იცოდა, რომ არასწორად იქცეოდა, მაგრამ მაინც განაგრძობდა საქმიანობას იმ იმედით, რომ ანაზღაურებას მიიღებდა.




