რუსეთ-უკრაინის 2022-25 წლის ომი

რუსეთმა დონეცკის ოლქზე საარტილერიო დარტყმები მიიტანა, დაღუპულია სამი ადამიანი

უკრაინაში, დონეცკის ოლქში რუსეთის მხრიდან საარტილერიო დარტყმების შედეგად, სულ მცირე, სამი ადამიანი დაიღუპა.

"გასულ ღამეს, აგრესორი სახელმწიფოს ჯარებმა საარტილერიო დარტყმები მიიტანეს პოკროვსკის რაიონზე. დარტყმების შედეგად დაღუპულია 76 და 78 წლის ცოლ-ქმარი. სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები მიიღო ადგილობრივმა 47 წლის მცხოვრებმაც". - წერია დონეცკის ოლქის პროკურატურის განცხადებაში.

უკრაინული მედიის ცნობით, თავდასხმის დროს მშვიდობიანი მოქალაქეები საკუთარ სახლებში იმყოფებოდნენ. ამასთან, ჯერჯერობით უცნობია თუ რა ტიპის იარაღი გამოიყენეს რუსმა სამხედროებმა თავდასხმის დროს.

კომენტარები