რუსეთი-ყირგიზეთი

ყირგიზეთში რუსეთისთვის რეკრუტირების საქმის ფიგურანტები შინაპატიმრობაში გადაიყვანეს

ყირგიზეთის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები
ვიაჩესლავ ოსელედკო/AFP

რუსეთში, ქალაქ ოშში დაკავებული ნატალია სეკერინა, რომელიც რუსული სახლის თანამშრომელი იყო, წინასწარი პატიმრობის იზოლატორიდან გაათავისუფლეს. რამდენიმე დღის წინ სეკერინა და კიდევ სამი პირი რუსეთის სასარგებლოდ დაქირავებული ჯარისკაცების რეკრუტირების საქმეზე დააკავეს.

რუსულმა სამთავრობო-პროპაგანდისტულმა მედია ТАСС-მა 28 აპრილს გაავრცელა ცნობა, რომ რეკრუტირების საქმის ფიგურანტები წინასწარი პატიმრობის იზოლატორიდან შინაპატიმრობაში გადაიყვანეს.

25 აპრილს რუსულ სამთავრობო მედიაში წყაროებზე დაყრდნობით გავრცელდა ცნობები, რომ საქმის ფიგურანტების შინაპატიმრობაში გადაყვანის გადაწყვეტილება ყირგიზეთის ეროვნული უსაფრთხოების სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელისა და რესპუბლიკაში რუსეთის ელჩის შეხვედრის შემდეგ იქნა მიღებული.

სეკერინას გარდა დაკავებულები არიან ქალაქი ოშის  მერიის პრესსამსახურის თანამშრომელი, სერგეი ლაპუშკინი, ვაგნერის ჯგუფთან და აფრიკულ კორპუსთან დაკავშირებული ვიქტორ ვასილიევი და კიდევ ერთი ადამიანი, რომლის ვინაობაც უცნობია.

მათ წინააღმდეგ გამოძიება დაქირავებულ მებრძოლთა რეკრუტირების მუხლით მიმდინარეობს, რაც შვიდიდან ათ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ყირგიზეთში დაქირავებული სამხედროების რეკრუტირების საქმესთან დაკავშირებით ოთხი პირის დაკავების შესახებ ცნობა 23 აპრილს გავრცელდა.

 

კომენტარები