23 აპრილს თურქეთის ქალაქ სტამბოლში 6.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.
თურქეთის კატასტროფების სააგენტოს (AFAD) ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი 12:49 საათზე სილივრის რაიონში, სტამბოლიდან 80 კილომეტრში დაფიქსირდა.
მიწისძვრის სიღრმე 6.92 კილომეტრი იყო.
ტრანსპორტის მინისტრის, აბდულქადირ ურალოღლუს თქმით, პირველადი შემოწმების შედეგად მაგისტრალებზე, აეროპორტებში, მატარებლებსა და მეტროში რაიმე დაზიანება არ გამოვლენილა.
ტელეკომპანია TGRT-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ დაშავდა ერთი ადამიანი, რომელიც მიწისძვრის დროს შენობის აივნიდან გადახტა.
სტამბოლის გუბერნატორის ოფისის განაცხადებით, შენობების ნგრევის შესახებ შეტყობინებები არ მიუღიათ.
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ვითარებას ყურადღებით აკვირდება.
პრეზიდენტის ადმინისტრაციამ მოქალაქეებს სიფხიზლისკენ მოუწოდა, იმ შემთხვევაში თუკი შემდგომი ბიძგები დაფიქსირდა.





