მიწისძვრა თურქეთში

თურქეთში 6.4 მაგნიტუდის მიწისძვრას, სულ მცირე, 3 ადამიანი ემსხვერპლა, 213 კი დაშავდა

მიწისძვრა

20 თებერვალს თურქეთში მომხდარი 6.4 მაგნიტუდის მიწისძვრის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 213 დაშავდა. ამის შესახებ თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, სულეიმან სოილუმ ისაუბრა, რომელმაც ასევე აღნიშნა, რომ სამძებრო სამუშაოებო სამ ადგილას მიმდინარეობს.

თურქეთის კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების სააგენტო Afad-ის ცნობით, მიწისძვრა ჰათაის პროვინციაში ადგილობრივი დროით 20:04 საათზე მოხდა. მიწისძვრის შემდეგ დაფიქსირდა ბიძგები, რომელთაგან ყველზე ძლიერი 5.8 მაგნიტუდის იყო. 

სააგენტო Reuters-ი წერს, რომ რომ ანტაკიაში შენობები კიდევ უფრო დაზიანდა, ხოლო ჰათაის მერის თქმით, ხალხი ნანგრევების ქვეშაა ჩარჩენილი.

6 თებერვალს თურქეთსა და სირიაში მომხდარ მიწისძვრას 46 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. თურქეთში დაახლოებით 345 000 ბინა განადგურდა და ბევრი ადამიანი ჯერ კიდევ დაკარგულად ითვლება. არც თურქეთსა და არც სირიას მიწისძვრის შედეგად დაკარგულთა რაოდენობა არ დაუკონკრეტებია.

კომენტარები