მიწისძვრა თურქეთში

ზელენსკი: პატივს მივაგებთ თურქეთის დამანგრეველი მიწისძვრის დროს დაღუპულთა ხსოვნას

ჩვენ პატივს მივაგებთ თურქეთის დამანგრეველი მიწისძვრის დროს დაღუპულთა ხსოვნას. საშინელმა ტრაგედიამ, რომელმაც ერთ წამში ამდენი სიცოცხლე შეიწირა, ღრმა ტკივილი გამოიწვია ჩვენს გულებში. ჩვენ ვიზიარებთ თურქი ხალხის ტკივილს და ვეხმარებით ამ რთულ დროს. მარადიული ხსოვნა დაღუპულებს. დაშავებულებს სწრაფად გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ.

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინაში თურქეთის საელჩოს ეწვია და სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა. 

თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, სირიის საზღვართან ახლოს 7.8 მაგნიტუდის მიწისძვრა 6 თებერვალს, ადგილობრივი დროით 04:17-ზე მოხდა, როცა მოსახლეობას ეძინა. მოგვიანებით, 13:30-ზე კიდევ ერთი, 7.5 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.

    კომენტარები