უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის სამხედრო ძალების მიერ 18 აპრილის დილას, ხარკოვის ოლქზე მიტანილ საჰაერო იერიშს სოციალურ ქსელში განცხადებით გამოეხმაურა.
ცნობისთვის დღეს, 18 აპრილს, საოკუპაციო ძალების მიერ, ხარკოვის ოლქზე მიტანილ საჰაერო იერიშის შედეგად 100-მდე ადამიანი დაშავდა, ხოლო 1 დაიღუპა.
ასევე დღეს, რუსეთის სამხედრო ძალებმა დრონებით იერიში მიიტანა სუმის ოლქზეც, რის შედეგადაც დრონი საკონდიტრო საწარმოს მოხვდა, რომელშიც სააღდგომო პასკებს აცხობდნენ - აღნიშნულ იერშს ასვე ემსხვერპლა 1 ადამიანი.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, 18 აპრილს, რუსეთის საჰაერო იერიშის შედეგად 100-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, მათ შორის იყვნენ ბავშვებიც და მოხუცებიც.
ვოლოდიმირ ზელენსკი განცხადებაში ამერიკის შეერთებულ შტატებს Patriot-ის თავდაცვითი სისტემის მისაღებად მიმართავს.
"საგანგებო რეაგირების ოპერაციები ჯერ კიდევ მიმდინარეობს ხარკოვში რუსული სარაკეტო იერიშის შემდეგ - წინასწარი მონაცემებით, ისინი ისკანდერის ტიპის რაკეტებს იყენებდნენ - ერთ-ერთი რაკეტა საცხოვრებელი უბნის თავზე, ჰაერში აფეთქდა, მეორე კი საცხოვრებელი უბნის მახლობლად მდებარე სამრეწველო ობიექტზე.
იერიშის შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი სახლები და 100-ზე მეტი ადამიანი დაშავდა - მათ შესაბამის დახმარებებს ამ დრომდე უწევენ - დაზარალებულთა შორის არიან როგორც მოხუცები, ასევე მოზარდებიც - ისინი უბრალოდ თავიანთი ცხოვრებით ცხოვრობდნენ, თავიანთ ქვეყანაში და მხოლოდ ეს, საკმარისი გახდა, რომ რუსეთისა და მათი რაკეტების სამიზნე გამხდარიყვნენ.
ნამდვილი ნაძირალა უნდა იყო და უნდა გძულდეს სიცოცხლე, რომ ასეთი სარაკეტო დარტყმები განახორციელო ჩვეულებრივ ქალაქზე წითელ პარასკევს, აღდგომის წინა ღამეს.
ჩვენ მივმართავთ პარტნიორებს, უპირველესად შეერთებულ შტატებს, Patriot სისტემებისთვისა და მათთვის რაკეტებისთვის, რომლებსაც შეუძლიათ დაგვიცვან ამ რუსული ბოროტებისგან - ფრთოსანი რაკეტებიდან ბალისტიკამდე - მივმართავთ დაცვისთვის, რომელსაც ყოველი ერი იმსახურებს.
არ უნდა იყოს ისე, სადაც რომელიღაც ერი დაცვას მეტად იმსახურებს, ხოლო რომელიღაც ნაკლებად - ეს ქრისტიანულია, დახმარება - მითუმეტეს, როდესაც არის ასეთი შესაძლებლობა - დახმარების.
არ უნდა იყოს ისე, რომ ვიღაც ტერორისტს რატომღაც შეუძლია თავი აარიდოს შედეგებს, მიუხედავად იმისა, რომ ისევე ანადგურებს სიცოცხლეს, როგორც სხვა. რუსეთი, როგორც მინიმუმ მკაცრ სანქციებს იმსახურებს, რაც სასჯელია ყველაფრისთვის, რასაც ის აკეთებს". - წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში.