NATO-ში მისი ბოლოდროინდელი ვიზიტის დროს, სახელმწიფო მდივანმა [მარკო] რუბიომ აღნიშნა, რომ მშვიდობის დრო არის ახლა და არა რამდენიმე თვეში ან წელიწადში. მან ორი კვირის წინ დააკონკრეტა, რომ კვირების საკითხი იყო, გვცოდნოდა, რუსეთი სერიოზულად უდგებოდა თუ არა ამ კატასტროფის დასრულების სურვილს.
ახლა ცივილიზებული სამყარო მოელის, დაინახოს, ნამდვილად არის თუ არა რუსეთი სერიოზულად განწყობილი. პრეზიდენტმა ტრამპმა საკუთარი ადმინისტრაცია მშვიდობისა და იმ მომავლის სამსახურში ჩააყენა, რომლის ნდობაც ყველას შეეძლება. მისი ხედვა და მოთხოვნა, დასრულდეს საბრძოლო მოქმედებები, ჩრდილოეთის ვარსკვლავად რჩება სახელმწიფო მდივან რუბიოსთვის, ელჩი უიტკოფისთვის, უკრაინაში პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლისთვის, კით კელოგისთვის და ბევრი სხვა ადამიანისთვის, რომელთა მიზანია, ყველასთვის ნათელი გახადოს, რომ რუსეთ-უკრაინის ომი არასდროს დაიწყებოდა, პრეზიდენტი ტრამპი რომ იმ დროს პრეზიდენტი ყოფილიყო.