რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ზელენსკის თქმით, ჩინეთი რუსეთს იარაღს აწვდის

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი
unn.ua

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ჩინეთი რუსეთს იარაღით ამარაგებს.  ინფორმაცია უკრაინულ მედიაში ვრცელდება. 

"დღეს ჩვენ გვაქვს ზოგადი ინფორმაცია უკრაინის უსაფრთხოების სამსახურიდან, დენთისა და არტილერიის შესახებ სადაზვერვო მონაცემებიდან". - თქვა ზელენსკიმ კიევში გამართულ პრესბრიფინგზე. 

"ვფიქრობ, შემდეგ კვირაში დეტალურად შეგვეძლება ავხსნათ, თუ რატომ ვფიქრობთ, რომ ჩინეთის წარმომადგენლები რუსეთის ტერიტორიაზე ზოგიერთი ტიპის იარაღის წარმოებაში იღებენ მონაწილეობას". - დაამატა ზელენსკიმ. 

ცნობისთვის, 8 აპრილს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დონეცკის ოლქში რუსეთის მხარეს მებრძოლი ჩინეთის ორი მოქალაქე აიყვანა ტყვედ. ზელენსკიმ სოციალურ ქსელში ტყვედ აყვანილი ერთ-ერთი ჯარისკაცის ვიდეო გამოაქვეყნა. 

"ჩვენმა შეიარაღებულმა ძალებმა ტყვედ აიყვანეს ჩინეთის ორი მოქალაქე, რომლებიც რუსეთის არმიაში იბრძოდნენ. ეს უკრაინის ტერიტორიაზე, დონეცკის რეგიონში მოხდა. გვაქვს ამ ტყვეების დოკუმენტები, საბანკო ბარატები და პერსონალური მონაცემები. გვაქვს ინფორმაცია, რომ ბევრად მეტი ჩინეთის მოქალაქეა ოკუპანტების რიგებში. ჩვენ ვარკვევთ ყველა ფაქტს"  - ამბობდა ზელენსკი.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მალევე უარყო და "უსაფუძვლო" უწოდა ზელენსკის ბრალდებას, რომ უკრაინაში, რუსეთის მხარეს ჩინეთის ბევრი მოქალაქე იბრძვის. 

"ჩინეთის მხარის პოზიცია უკრაინის კრიზისის საკითხზე არის ცალსახა, სდასდ  და მას მხარს უჭერს საერთაშორისო საზოგადოება. ჩინეთი უკრაინულ მხარესთან არკვევს შესაბამის ინფორმაციას. ჩინეთის მთავრობა ყოველთვის მოუწოდებდა საკუთარ მოქალაქეებს, თავი აარიდონ შეიარაღებული კონფლიქტის ზონებს და არცერთი ფორმით არ მიიღონ შეიარაღებულ კონფლიქტებში მონაწილეობა" - ამბობდა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი, ლინ ძიენი.

მოგვიანებით, ტყვედ აყვანილმა ჩინელმა მებრძოლებმა განაცხადეს, რომ ისინი ომში მოტყუებით წაიყვანეს. 

კომენტარები