რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ზელენსკი: ტყვედ ავიყვანეთ რუსეთის მხარეს მებრძოლი ჩინეთის ორი მოქალაქე

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიხედვით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დონეცკის ოლქში ტყვედ აიყვანეს რუსეთის მხარეს მებრძოლი ჩინეთის ორი მოქალაქე. ზელენსკი სოციალურ ქსელში ტყვედ აყვანილი ერთ-ერთი ჯარისკაცის ვიდეოს აქვეყნებს.

"ჩვენმა შეიარაღებულმა ძალებმა ტყვედ აიყვანეს ჩინეთის ორი მოქალაქე, რომლებიც რუსეთის არმიაში იბრძოდნენ. ეს უკრაინის ტერიტორიაზე, დონეცკის რეგიონში მოხდა. გვაქვს ამ ტყვეების დოკუმენტები, საბანკო ბარატები და პერსონალური მონაცემები. გვაქვს ინფორმაცია, რომ ბევრად მეტი ჩინეთის მოქალაქეა ოკუპანტების რიგებში. ჩვენ ვარკვევთ ყველა ფაქტს" – წერს ზელენსკი.

უკრაინის პრეზიდენტის მიხედვით, საგარეო საქმეთა მინისტრი დაუყონებლივ დაუკავშირდება პეკინს აღნიშნულ საკითხზე ჩინეთის პასუხის გასარკვევად.

"პუტინი ცდილობს ომის გახანგრძლივებას. ამას აუცილებლად უნდა გაეცეს პასუხი. პასუხი აშშ-სგან, ევროპისგან და სამყაროში ყველასგან, ვისაც მშვიდობა უნდა" – წერს ზელენსკი.

კომენტარები