გამოცემა Reuters-ის ექსკლუზიური ინფორმაციით, მიმდინარეობს გეგმების მომზადება, რათა რუსეთმა არმიის საკვებით მომარაგებისთვის გამოიყენოს ამერიკულ მფლობელობაში არსებული კომპანია, რომელსაც კრემლი დაეუფლა და სახელმწიფო კონტროლზე აიყვანა. აღნიშნულ ინფორმაციას Reuters ნანახ დოკუმენტზე დაყრდნობით ავრცელებს.
კონსერვების მწარმოებელი კომპანია Glavprodukt-ის კონფისკაცია ოქტომბერში მოხდა და ის ერთადერთი ამერიკულ მფლობელობაში მყოფი კომპანიაა, რომელიც კრემლმა სახელმწიფო კონტროლზე გადაიყვანა.
ამ მხრივ, უკრაინაში ომის დასამთავრებლად აშშ-სა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების ფონზე, აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ კომპანიის მიმართ გადადგმული ნაბიჯები აშშ-რუსეთს შორის ურთიერთობების გადატვირთვაზე მიმდინარე საუბრების განხილვის საგანი იქნება.
რუსეთის გენერალურმა პროკურორმა მიმოხილულ წერილში თქვა, რომ Glavprodukt-ის ჩამორთმევა მნიშვნელოვანი იყო იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს სტაბილური წარმოება, მათ შორის სამომავლოდ რუსეთის ეროვნული გვარდიისა და თავდაცვის სამინისტროს მომარაგებაც.
კომპანია ამჟამად რუსეთის ფედერალური ქონების მართვის სააგენტოს კონტროლქვეშ იმყოფება მას შემდეგ, რაც ის ლოს-ანჯელესში დაფუძნებულ ლეონიდ სმირნოვს ჩამოართვეს. რუსი პროკურორები სმირნოვსა და მის მიერ კონტროლირებად კომპანიებს 2022-24 წლებში 1.38 მილიარდი რუბლის (17 მილიონი დოლარი) რუსეთიდან გატანაში ადანაშაულებენ.
12 მარტს Glavprodukt-ის აქტივების კონფისკაციის გადაწყვეტილება, გენერალური პროკურორის მოთხოვნის საფუძველზე, მოსკოვის საარბიტრაჟო სასამართლომ მიიღო. სხდომა 18 აპრილს არის დაგეგმილი, ხოლო სმირნოვი უარყოფს რაიმე სახის სამართალდარღვევის ჩადენას და ამბობს, რომ აღნიშნული საქმე, მისი კომპანიის წართმევის მიზნით, "რუსული სტილის კორპორაციულ დარბევას" წარმოადგენს.





