17 აპრილს რუსეთმა დნეპრზე უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში მიიტანა.
თავდასხმის შედეგად დაიღუპა სამი ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი.
გარდა ამისა, იერიშის შედეგად დაშავდა 30 მშვიდობიანი მოსახლე, მათ შორის 5 ბავშვი. 16 დაჭრილი გადაყვანილია საავადმყოფოში, ერთი მათგანის მდგომარეობა მძიმეა.
დაზიანდა სახლები, სტუდენტური საცხოვრებელი, სასწავლო დაწესებულების შენობა, კვების ობიექტი და ავტომანქანები.

დრონების იერიშის შედეგად ქალაქში გაჩნდა რამდენიმე ხანძარი, ამ დროისთვის ყველა კერა ჩამქრალია.

დნეპროპეტროვსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის მეთაურის, სერგეი ლისაკის თქმით, საჰაერო თავდაცვის ძალებმა 10 რუსული უპილოტო საფრენი აპარატის განადგურება შეძლეს.





