რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

პესკოვი: უკრაინის შეთანხმების მკაფიო კონტურები არ არსებობს, თუმცა, არსებობს პოლიტიკური ნება

კრემლის პრესსპიკერი დმიტრი პესკოვი
Ria

კრემლის სპიკერის, დმიტრი პესკოვის თქმით, უკრაინის შესახებ შეთანხმების მკაფიო კონტურები არ არსებობს, თუმცა, არსებობს შესაბამისი პოლიტიკური ნება. ამის შესახებ პესკოვმა ბრიფინგზე ისაუბრა.

ამასთან, როგორც პესკოვმა აღნიშნა, კრემლი დადებითად აფასებს "კონსტრუქციულ და შინაარსობრივ" კონტაქტებს.

"ჯერჯერობით არ არსებობს კონკრეტული შეთანხმების მკაფიო კონტურები, თუმცა, არსებობს პოლიტიკური ნება, რომ ამ მიმართულებით წინ ვიაროთ. კიდევ ერთხელ გავიმეორებ: ჩვენ მეტად პოზიტიურად ვაფასებთ იმ კონსტრუქციულ და შინაარსობრივ კონტაქტებს, რომლებიც შედგა". - თქვა პესკოვმა.

მანამდე, აშშ-ს პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, სტივ უიტკოფმა Fox News-ის ეთერში აღნიშნა, რომ მისი აზრით, რუსეთთან უკრაინის ომის საკითხზე შეთანხმება ფორმას იღებს.

უიტკოფმა და პუტინმა ბოლო ორ თვეში მესამე შეხვედრა 11 აპრილს, სანქტ-პეტერბურგში, ბორის ელცინის სახელობის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში გამართეს. შეხვედრამდე უიტკოფი პირისპირ ესაუბრა პუტინის სპეციალურ წარმომადგენელს საინვესტიციო-ეკონომიკურ თანამშრომლობაში, კირილ დმიტრიევს. შეხვედრის შემდეგ კრემლში თქვეს, რომ ამ მოლაპარაკებებისგან "მყისიერ შედეგებს" არავინ უნდა დალოდებოდა.

კომენტარები