დღეს დილით ორი რუსული რაკეტა ჩამოვარდა უკრაინის ქალაქ სუმის გულში, რასაც უამრავი მსხვერპლი მოჰყვა, მათ შორის, ისევ ბავშვები.
ყველამ იცის: ეს ომი მხოლოდ რუსეთმა დაიწყო და დღეს აშკარაა, რომ მისი გაგრძელება რუსეთის არჩევანია - ადამიანთა სიცოცხლის, საერთაშორისო სამართლისა და პრეზიდენტ ტრამპის დიპლომატიური ძალისხმევის უხეში უგულებელყოფით.
მტკიცე ზომებია საჭირო, რათა რუსეთს ცეცხლის შეწყვეტა ვაიძულოთ. საფრანგეთი, პარტნიორებთან ერთად, ამ მიზნის მისაღწევად დაუღალავად მუშაობს.
მსხვერპლს, დაჭრილებსა და მთელ უკრაინას, რომელიც წინააღმდეგობის გაწევას განაგრძობს: ჩვენი სოლიდარობა, ჩვენი პატივისცემა და ჩვენი ურყევი ერთგულება თქვენ.





