რუსეთი

რუსეთში "არასასურველი" უცხოური ორგანიზაციების გვერდებზე რეკლამების განთავსებას კრძალავენ

ვლადიმირ პუტინი
RBC

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც რუსეთში "არასასურველად" ანდა "ექსტრემისტულად" გამოცხადებული უცხოური ორგანიზაციების რესურსებზე რეკლამების განთავსებას კრძალავს

კანონით რეკლამების განთავსება ასევე აიკრძალება ისეთი ორგანიზაციების ვებგვერდებზე, რომლებიც რუსულმა სასამართლომ აკრძალა ან მათი გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო. გარდა ამისა, იკრძალება რეკლამების განთავსება "რესურსებზე, რომლებზეც წვდომა კანონმდებლობის შესაბამისად შეზღუდულია". 

კანონი ძალაში 1 სექტემბერს შევა და, მათ შორის, სოციალურ ქსელებს, Facebook-სა და Instagram-ს შეეხება, რომლებიც რუსეთში დაბლოკილია.

2022 წელს Facebook-ის, Instagram-ისა და WhatsApp-ის მფლობელი კომპანია, Meta რუსეთმა ექსტრემისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა. ამავე წელს, რუსეთის ფედერალურმა ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა ამერიკული ტექნოლოგიური კომპანია Meta ტერორიზმსა და ექსტრემიზმში ჩართული ორგანიზაციების ჩამონათვალში შეიტანა.

კომენტარები