რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა, არიან დაშავებულები, მათ შორის ბავშვები

სარაკეტო იერიშის შედეგები კიევში, 2025 წლის 6 აპრილი
კიევის სამაშველო სამსახური

6 აპრილის დილას რუსეთმა კიევზე ბალისტიკური რაკეტებით იერიში მიიტანა.

აფეთქებები მოხდა დარნიცის, ობოლონის და სოლომენის რაიონებში. ადგილზე მუშაობენ მეხანძრეები და მაშველები. 

დარნიცის რაიონში, ერთ მისამართზე ხანძარი დაუსახლებელ შენობაში გაჩნდა.

მეორე მისამართზე დაინგრა შენობა, ცეცხლი გაუჩნდა რამდენიმე ავტომანქანას.

ობოლონის რაიონში ხანძარი გაჩნდა ავეჯის საწარმოში. ცეცხლი გვერდზე მდგომ შენობასაც წაეკიდა.

გარდა ამისა, იერიშის შედეგად დაინგრა 5-სართულიანი ბიზნეს ცენტრის მე-3, მე-4 და მე-5 სართულები.

სოლომენის რაიონში ცეცხლი წაეკიდა ერთ-ერთი საწყობის გარე ფასადს.

სულ სარაკეტო იერიშის შედეგად დაშავდა 3 ადამიანი, მათგან 2 საავადმყოფოში გადაიყვანეს.

კომენტარები