რუსულ სამთავრობო-პროპაგანდისტულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის კემეროვოს ოლქში ადგილობრივი ხელისუფლება სკოლის მოსწავლე ორსულ გოგონებს, რომლებიც ბავშვის გაჩენას გეგმავენ, ფულს გადაუხდის.
როგორც დამოუკიდებელი რუსული გამოცემა Moscow Times წერს, ეს კრემლის ძალისხმევის ფარგლებში, შეამციროს ქვეყნის დემოგრაფიული მაჩვენებლის კლება, მესამე რეგიონული ინიციატივაა.
ოლქის თვითმმართველობის განკარგულების თანახმად, ფეხმძიმე მოსწავლეების კანონიერი მეურვეები 100 000 რუბლის სახით (1 200 დოლარი) ერთჯერად ფულად დახმარებას მიიღებენ. აღნიშნული გავრცელდება სკოლის იმ მოსწავლე გოგონებზეც, რომლებიც 1-ელი იანვრისთვის, სულ მცირე, 22 კვირის ორსულები იყვნენ.
განკარგულების თანახმად, ფულადი დახმარების მიღება შეეძლებათ როგორც სკოლის მოსწავლეებს, ისე პროფესიული სკოლებისა და უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებსაც, რომლებიც რეგისტრირებულები არიან სამშობიარო საავადმყოფოებში.
კომეროვოს ოლქის გარდა, ორსულ მოსწავლეებს ერთჯერად დახმარებას სთავაზობენ ორიოლისა და ბრიანსკის ოლქებშიც.
ამასთან, რუსულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, სულ მცირე, 40 რეგიონი დებს პირობას, რომ უნივერსიტეტის სტუდენტ ქალებს შვილის ყოლისთვის მიმდინარე წლიდან მინიმუმ 100 000 რუბლს გადაუხდის.





