საქართველო-ამერიკა

კალაძე შაჰინსა და რიშზე: არანაირი მეგობრობა მათგან არ იკვეთება - ეს არის მტრობა

შაჰინიც, რიშიც არიან ადამიანები, რომლებიც ბოლო წლების განმავლობაში გამოირჩევიან ანტიქართული განცხადებებით. ეს ადამიანები პირდაპირ ებრძვიან ქართულ სახელმწიფოებრიობას, პირდაპირ ცდილობენ მოხდეს გადატრიალება, დაპირისპირება, რევოლუცია, დაამხონ საქართველოს ხელისუფლება და ხელისუფლებაში მოიყვანონ მათთვის სასურველი ძალები, ანუ აგენტურა, რადგან როდესაც მათ დასჭირდებათ, აგენტურა გამოიყენონ და ქვეყანა მათი ინტერესებისთვის.

არანაირი მეგობრობა ამ ადამიანების მხრიდან საქართველოსთან მიმართებაში არ იკვეთება. ეს არის პირდაპირ მტრობა, აღნიშნული დოკუმენტი [MEGOBARI Act] გაჯერებულია სიცრუით და მცდელობა აქვთ, რომ ქვეყნის გარეთ საზოგადოებას დაანახონ აბსოლუტურად განსხვავებული საქართველო. 

განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ რუსთავი 2-ის ეთერში ამერიკელ სენატორებზე ჯიმ რიშსა და ჯინ შაჰინზე.

10 მარტს, რიშმა და შაჰინმა MEGOBARI Act-ის სენატისეული ვერსია წარადგინეს.

კომენტარები