აშშ-ს საელჩოს თბილისის გუნდის სახელით, მინდა ყველა ქართველს ვუსურვო ჯანსაღი, ბედნიერი დღესასწაულების პერიოდი. საელჩოში ყველა ამაყია ამერიკასა და საქართველოს შორის პარტნიორობის მხარდაჭერით. საელჩოში მყოფი ამერიკელები ძალიან იღბლიანები ვართ, ამ ულამაზეს ქვეყანაში ცხოვრებით. ყველა ძალიან ვაფასებთ საქართველოს მდიდარ კულტურას, მასპინძლობის ტრადიციას და ყველაზე მეტად - შესანიშნავ და თბილ ხალხს. დგება ახალი წელი და მინდა, კიდევ ერთხელ მივულოცო ყველა ქართველს წლევანდელი უზარმაზარი მიღწევა, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოპოვება. აშშ ძალიან ამაყია იმ სამუშაოთი, რომელიც ერთად გავწიეთ, რათა მხარი დაგვეჭირა საქართველოსთვის ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე და ჩვენ აბსოლუტურად ერთგული ვრჩებით განვაგრძოთ ჩვენი მხარდაჭერა და კიდევ უფრო გავაღრმაოთ ისედაც მტკიცე სტრატეგიული პარტნიორობა. გისურვებთ თქვენ, თქვენს ოჯახებსა და ახლობლებს მხიარულ ახალ წელს, სიყვარულით, ჯანმრთელობით, მშვიდობითა და ბედნიერებით სავსეს.
საქართველო-ამერიკა
დანიგანი: კიდევ ერთხელ გილოცავთ უზარმაზარ მიღწევას - კანდიდატის სტატუსის მოპოვებას
tbl.ge/6njg
დაკოპირდა

აქვეყნებს საახალწლო მიმართვას საქართველოში ამერიკის ელჩი, რობინ დანიგანი.
ამავე თემაზე
- აშშ-ს დელეგაცია: მოვისმინეთ შეშფოთება ოპოზიციის მიმართ მოპყრობაზე 2024 წლის ოქტომბრის მერე
- კალაძე შაჰინსა და რიშზე: არანაირი მეგობრობა მათგან არ იკვეთება - ეს არის მტრობა
- კობახიძე: თუ აშშ-ს დეოლიგარქიზაცია და Deep State-ს გაწმენდა მოხდება, კარგად წავა ურთიერთობა
- ადამ კინზინგერი: როცა საქმე საქართველოს ეხება, დემოკრატები და რესპუბლიკელები ერთიანები ვართ
- FLEX-ის მონაწილე ამერიკელ კლასელებთან ერთად საქართველოს ეროვნულ ჰიმნს ასრულებს (ვიდეო)




